ახალი ამბები
საია-ს ახალი თავმჯდომარე ეყოლება
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” მიმდინარე წლის ბოლოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება. როგორც საია-ს ჯერ კიდევ მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ორგანიზაციას სამი წლის ვადით ხელმძღვანელობს და მისი კიდევ ერთი ვადით არჩევა ვეღარ მოხდება.

”თუ საია-ს წევრები მხარს დამიჭერენ, გამგეობის წევრად დავრჩები. მაქვს ღირსეული გამოცდილება, რომ გამგეობის ფორმატში გავაგრძელო ორგანიზაციაზე ზრუნვა”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

თუ ვის აირჩევს საია-ს გამგეობა ახალ თავმჯდომარედ, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.


Print