Error
ახალი ამბები
ამერიკა რუსეთისგან ე.სნოუდენის გადაცემას ითხოვს
აშშ-ს მთვრობამ, მოსკოვს ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის გადაცემის თხოვნით მიმართა. ამასთან ვაშინგტონის წარმომადგენლებმა ჰონგ-კონგის გააკრიტიკეს იმისთვის, რომ იქ არავითარი ზომები არ მიიღეს სნოუდენის დასაკავებლად და მას ქვეყნდან გასვლის უფლება მისცეს. ყოფილი ამერიკელი მზვერავი ამჟამად მოსკოვში იმყოფება, რათა დღეს კუბის გავლით ვენესუელაში გაემგზავროს  სავარაუდოდ, ის ეკვადორის ხელსუფლებისგან პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს. თუმცა, აშშ-ს გაზნრახული აქვთ აღკვეცონ მსგავსი მცდელობები. ამერიკელი სენატორების განცხადებით, სახელმწიფოს მოღალატეს ისინი პლანეტის ნებისმიერ წერტილში მიაგნებენ. სნოუდენს, რომელმაც ამერიკული სადაზვერვო სამსახურების საიდუმლო მასალები გამოაქვეყნა, აშშ-ში დუსწრებლად შპიონაჟში წუყენეს ბრალი. აშშ-ს სენატში ვარაუდობენ რომ ვლადიმირ პუტინმა, პირადად მისცა სანქცია ე.სნოუდენის" შპიონური ტრანზიტის" რუსეთის გავლით განხორციელებას, ამერიკელი პარლამენტარები ირწმუნებიან, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან მიმართებაში ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს.
Print