ახალი ამბები
GHGA ასოციაციის 750- მდე ახალ წევრს ნიადაგის ანალიზებით უზრუნველყოფს
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, 2017-2018 წლის ნიადაგის ანალიზების პროგრამის ფარბლებში, 2017 წლის მეორე ნახევარში ასოციაციაში გაწევრიანებულ 750-მდე ფერმერს 90%-ით დაუფინანსებს მათ საკუთრებაში არსებული თხილის ფართობების, ნიადაგების ანალიზებს.

„GHGA ნიადაგების ანალიზების პროგრამა“ დაიწყო 2014 წელს და ატარებს ყოველწლიურ ხასიათს, აღნიშნულ პერიოდში მოცემული პროგრამით უკვე ისარგებლა ათასობით ფერმერმა.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის, აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით: ნიადაგის ანალიზი ფერმერებს საშუალებას აძლევს მიღებული შედეგების საფუძველზე ოპტიმალურად მართონ მათ საკუთრებაში არსებული თხილის ბაღების ნაყოფიერება, გაზარდონ მოსავლიანობა და შეამცირონ ხარჯები. ამასთან მნიშვნელოვანია დაიცვან ასოციაციის მიერ რეკომენდირებული აგრო ვადები. მან ასევე აღნიშნა რომ ასოციაცია გეგმავს უამრავ დამატებით პროგრამას ფერმერების მხარდასაჭერად, რათა საქართველოში წარმოებული თხილის ხარისხისა და რაოდენობის ზრდის საშუალებით ამაღლდეს პროდუქტიულობა, გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა და გაუმჯობესდეს ფერმერმერთა ცხოვრების დონე.

„GHGA ნიადაგების ანალიზების პროგრამა“ ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და „ფერერო/აგრიჯორჯიას“, პროექტის USAID/GHIP მხარდაჭერით.

R
Print
თეგები: ფერერო / USAID/GHIP / GHGA /