ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება ახალ წელს ზუგდიდსა და მესტიაში
ახალ წელს ზუგდიდი თოვლის გარეშე, წვიმიანი ამინდით შეხვდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ უნალექო ამინდები 30 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, 31-ში კი ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს.

„ამ რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება 18-21 გრადუსი სითბო, 31-ში კი 12 გრადუსამდე დაიკლებს,  პირველში ცოტა კიდევ აცივდება“, - ამბობენ სააგენტოში.

ზუგდიდისგან განსხვავებით, თოვლი იქნება ახალი წლის ღამეს მესტიაში. ტემპერატურა კი -4 გრადუსამდე დაეცემა.


Print