ახალი ამბები
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ კანონმდებლობა გამკაცრდება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 11 იანვრიდან პასუხისმგებლობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის გამკაცრდება.

სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათი დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო 1 წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში - 400 ლარით. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსებისთვის პირს ჯარიმა წლიური ბრუნვის შესაბამისად დაეკისრება. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს.

სეს-ის ცნობით, უწყებამ 2017 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის მიზნით, 138 სარეალიზაციო ობიექტიდან 333 ნიმუში აიღო. აქედან, რეალიზაციის წესების დარღვევისთვის 37 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.


Print