ახალი ამბები
მერია მინი მოედნის პირვანდელი სახის აღდგენას ითხოვს
ზუგდიდის მერია მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე არსებული საფეხბურთო მოედნის პირვანდელი სახის აღდგენას ითხოვს. შესაბამისი ოქმი შპს „ნიუ ნათის“ დირექტორმა დავით ჯანაშიამ, რომელსაც მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ბაზარი აქვს მოწყობილი, უკვე მიიღო. მან ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.



მანამდე, ზუგდიდის მერმა აღნიშნულ თემაზე განმარტებები გააკეთა და თქვა, რომ იქ სტადიონს არ შლიდნენ და გარემოვაჭრეებისთვის მხოლოდ შესასვლელის მოწყობა იგეგმებოდა. ლაშა გოგიას გაფრთხილების ოქმზე არ უსაუბრია.



აღნიშნული მინი მოედანი დილით ნაწილობრივ დაშალეს. მაშინ ჯანაშიამ თქვა, რომ სავაჭრო ობიექტად გადაკეთების სიტყვიერი ნებართვა მერიისგან ჰქონდა მიღებული. 


ზემოაღნიშნულ მინი მოედანზე გარემოვაჭრეები ამ ეტაპზე სავაჭრო ადგილებს ინაწილებენ.



მერიის მიერ შეთავაზებულ ფართებს მოვაჭრეების უმეტესი ნაწილი დათანხმდა. ისინი მუშაობას, როგორც მოედანზე, ასევე მის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე დაიწყებენ.

Print