ახალი ამბები
ზუგდიდელი მომღერლის წარმატება ამერიკაში
მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალური სტუდიის „რიბი-რაბოს“ აღსაზრდელმა თამუნა ლილუაშვილმა აშშ-ში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში - Golden Dream გაიმარჯვა.



მან კონკურსის უმაღლესი ჯილდო, გრან პრი დაიმსახურა. ფინალში ქართველმა კონკურსანტმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის, ერთ-ერთი მშობლიურ ენაზე.



ის შტატებში პედაგოგთან ნინო მამფორიასთან ერთად გაემგზავრა.



ფესტივალი Golden Dream ლას-ვეგასში წელს მე-16 ჯერ იმართება.

Print