Error
ახალი ამბები
ჯონ ქერი პალესტინისა და იერუსალიმის შერიგებას შეეცდება
აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ, პალესტინა–ისრაელის მოლაპარაკებების აღდგენის მორიგი მცდელობისათვის იორდანია აირჩია. ხუთშაბთს ქერი ამანში ჩავიდა და იმავე დღეს იერუსალიმში გაემგზავრა, სადაც ისრაელის პრემიერ –მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. პარასკევს დაგეგმილია მისი შეხვედრა პალესტინის ლიდერთან მაჰმუდ აბასთან. სახელმწიფო მინისტრის ვიზიტს წინ უსწრებდა იერუსალიმის მუნიციპალიტეტის განკარგულება ჰარ ჰომას რაიონში 69 სახლის მშენებლობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ პალესტინელების აღშფოთება და ისრაელის პაციფისტების აღშფოთება გამოიწვია. 2010 წელს შეწყვეტილი მოლაპარაკებების აღსადგენად სადავო ტერიტორიებზე, ებრაულ დასახლებებში მშენებლობების აკრძალვა პალესტინური მხარის ერთ–ერთი მოთხოვნაა. მიუხედავად ამისა, ჯონ ქერი იმედოვნებს, რომ ამანში ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენელებს შორის ახალი შეხვედრა მაინც შედგება ––მხარეების ბოლო შეხვედრა ასევე იორდანიაში მოხდა.
Print