ახალი ამბები
ჭუბერში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ჭუბერში ჰესების საწინააღმდეგო აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციის ერთ-ერთი მონაწილემ ნათია ქურდიანმა რადიო “ათინათს” უთხრა, რომ ამ წუთებში ადგილზე არა მხოლოდ მესტიისა და ზემო სვანეთის, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონიდანაც არიან შეკრებილები.


“დღეს აქ ჩამოვიდნენ ზესტაფონიდან, ქვემო სვანეთიდან, რაჭიდან, პანკისიდან, თბილისიდან... ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, ჰესები არ უნდა აშენდეს იქ, სადაც მოსახლეობისთვის საზიანო იქნება. საუბარია მესტიაჭალა ჰესებზე, ნენსკრაჰესზე, ხუდონჰესზე. იყო განხილვები და გამოიკვეთა, რომ უნდა შეჩერდეს მშენებლობა”, - აღნიშნა ქურდიანმა.

მისივე ინფორმაციით, აქცია გასულ თვეს დაანონსდა, რაც შეეხება გეგმებს, ქურდიანმა თქვა, რომ ისინი საკითხის მომდევნო განხილვას დაელოდებიან.


ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

Print