ახალი ამბები
GHGA-მ მეთხილე ფერმერებისათვის ფართომასშტაბიანი ტრენინგ პროგრამა დაიწყო
"საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ" აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" G-HIP მხარდაჭერით დაიწყო ფართომასშტაბიანი ტრენინგ პროგრამა თხილის მწარმოებელი ფერმერებისათვის.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას თქმით, ტრენინგ პროგრამის მიზანია ფერმერებს გაუზიაროს თხილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე და ეფექტური ტექნოლოგიები. ასევე მიაწოდოს ინფორმაცია ახალი გამოწვევების, მავნებლების, დაავადებების და მათთან ბრძოლის შესახებ.

მისივე ცნობით, ასოციაცია მომავალშიც აპირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანი იქნება ფერმერების ცნობიერების ამაღლება რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოში წარმოებული თხილის ხარისხი და მოცულობა.

პროგრამის ფარგლებში 170 ტრენინგი ჩატარდება, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის, იმერეთის და კახეთის რეგიონის 250 სოფლელში მცხოვრები ფერმერები მიიღებენ მონაწილეობას.

R

Print
თეგები: ფერმერები / USAID / G-HIP /