ახალი ამბები
ზუგდიდელი სპორტსმენის მორიგი წარმატება
სტოკჰოლმში გამართულ შეჯიბრზე კინ–ბოქსინგში ka-1 წესებით ზუგდიდელმა 24 წლის სპორტსმენმა დავით ქირიამ ტაილანდელ მსოფლიო ჩემპიონთან გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო მერვედფინალში გავიდა. როგორც დავით ქირიას მწვრთნელი ბაჩუკი ფარცვანია რადიო „ათინათს“ უცხადებს, მერვედფინალი აგვისტოში ტოკიოში გაიმართება და დათო პირველი ადგილისთვის იბრძოლებს, მანამდე კი მსოფლიო დონის სპორტსმენი კიევში ივარჯიშებს. საპრიზო ფონდი კი 300 ათასს ევროს შეადგენს.
Print