ახალი ამბები
მოსწავლეებმა ხობში აზიური ფაროსანას შესახებ ბუკლეტები დაარიგეს (ვიდეო)
სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში ხობის სოფელ ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის ცენტრში ფაროსანას შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს.



გარდა ამისა, მათ ადგილობრივ მოსახლეობაში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გამოკითხვაც ჩაატარეს და ხობის ცენტრში აქციაც გამართეს, სადაც შესაბამისი ფოტოები და პლაკატები გამოფინეს.


"მომავლის თაობის" ფარგლებში ნოჯიხევის სკოლაში შექმნილი სასკოლო კლუბი ფაროსანას გავრცელების წინააღმდეგ პროექტს ახორციელებს. მათ შეხვედრა სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებთანაც გამართეს.

"მომავლის თაობა" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის  პარტნიორ სკოლებში, ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია „ათინათი“.


Print