Error
ახალი ამბები
ხორვატია ევროკავშირის წევრი გახდა
ხორვატია ევროკავშირის 28–ე წევრი გახდა: ქვეყნის დადაქალაქის ზაგრების ქუჩებში ხალხმრავლობაა და სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება. შეკრებილებს ხორვატიის პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ მიმართა. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ასევე უნდა დასწრებოდა ღონისძიებებს, თუმცა, იმ მიზეზით, რომ ძალიან დაკავებულია, მან უარი განაცხადა ცერემონიაში მონაწილეობაზე. პირველ ივლისს, შუაღამეს, სასაზღვრო პუნქტებზე, ხორვატიის გერბებთან და დროშებთან ერთად ევროკავშირის სიმბოლიკა გაჩნდა. მესაზღვრეებმა ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ საქონელზე გადასახადის აკრება შეწყვიტეს. თუმცა, ხორვატია ჯერ არ აპირებს ევროს შემოღებას და არც შენგენის ზონის ნაწილი გახდება.
Print