ახალი ამბები
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი გავიდა
დღეს საქართველოში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი, რომელშიც პირველ პუნქტში ეწერა, რომ "საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელი და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა".

პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის თავისუფლება არასრულ სამ წელს გაგრძელდა, სანამ 1921 წელს საბჭოთა რუსეთმქ ქვეყნის ანექსია არ მოახდინა.

26 მაისი, როგორც ეროვნული დღესასწაული 1991 წლიდან აღინიშნება.

Print