Error
ახალი ამბები
არიზონაში 19 მეხანძრე დაიღუპა
ყველაზე ცოტა 19 მეხანძრე დაიღუპა ძლიერი ხანძრის ჩაქრობისას არიზონას ცენტრალურ ნაწილში, იტყობინება აღნიშნული ამერიკული შტატის ხელისუფლება. მეხანძრეები კვირას დაიღუპნენ, როდესაც პატარა ქალაქ იარნელის მახლობლად ცეცხლის ალს ებრძოდნენ. ხანძარი პარასკევს დაიწყო და კვირას ანომალიურად მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო დიდ ფართობზე გავრცელდა. ბოლო რამდენიმე დღეა ამერიკის დასავლეთ შტატებში აქამდე დედამიწაზე დაფიქსირებული ტემპერატურის მაქსიმუმი დაფიქსირდა. მეტეოროლოგები არნახულ სიცხეს , რეგიონში არსებული ანტიციკლონით ხსნიან.
Print