ახალი ამბები
შვილმკვდარი დედები ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე (ფოტო)
ზუგდიდში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე შვილმკვდარი დედა მივიდა, მათ შორის, სუს-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის ზვიად ლაგვილავას დედა.



ისინი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მათი შვილებიც უსამართლობის მსხვერპლები არიან.



"დედებო, გამოდით გარეთ! შეიძლება შემდეგი თქვენ იყოთ. აქ ჩვენ დღეს ჩვენი ტკივილის გამო არ მოვსულვართ, ზაზას ტკივილმა გაგვაერთიანა", - ამბობენ შვილმკვდარი დედები.



აქცია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების ორგანიზებით იმართება.



ცნობისთვის, ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში აფეთქება გასული წლის ოქტომბერში მოხდა. აფეთქების დროს საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მე-2 სამმართველოს ყოფილი უფროსის ზვიად ლაგვილავა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში აფეთქება წყლის ავზმა გამოიწვია. გარდაცვლილის ოჯახს ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. ისინი აცხადებენ, რომ ზვიად ლაგვილავა მოკლეს.

ამავე თემაზე:

არ მოგატყუონ ზაზა - ზუგდიდში სარალიძეების მხარდამჭერ აქციას შვილმკვდარი დედა შეუერთდა (ვიდეო)
Print