ახალი ამბები
აშშ-მა საქართველოს ფაროსანასთან საბძოლველად ტრაქტორები აჩუქა (ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა. სააგენტოსთვის ტრაქტორების გადაცემა აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა, რომელსაც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ტრაქტორები მიუვალი და ტყის პირა ადგილების შეწამლვას გაადვილებს.

ელიზაბეთ რუდის თქმით, ეს მავნებელი აშშ-იც იყო გავრცელებული და მისი სრული განადგურება ვერ მოხერხდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მისი კონტროლი შესაძლებელია.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს, რომ ვიმყოფები აბაშაში. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით ვეხმარებით ფაროსანასთან ბრძოლაში. სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს ტექნიკა, მონიტორინგის სისტემა და აღჭურვილობა. დამატებით კიდევ გადავეცით 17 ახალი ტრაქტორი, რომელიც აღჭურვილია პესტიციდების გაფრქვევის უსაფრთხო სისტემით. ეს მავნებელი გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით რომ მისი სრული განადგურება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდიმ.

ამერიკელმა დიპლომატმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საკოორდინაციო შტაბში მავნებელთა ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნო და მობილიზებული ტექნიკა დაათვალიერა.

სეს-ის უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკელი ხალხი და მთავრობა საქართველოს უკვე ორი წელის ეხმარება.

„უკვე ორი წელის ამერიკელი ხალხი და მტავრობა გვეხმარება მაქსიმალურად იმ გამოწვევასტან ბრძოლაში, რომელსაც ქვია აზიური ფაროსანა. ამ დახმარების მაგალითი არის დღევანდელი დღე“, - თქვა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

აშშ-ს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა სამგერელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და თაქვა, რომ აღნიშნული ტექნიკა უფრო ეფექტურს გადხის ფაროსანასთან საბრძოლველად მიმდინარე ღონისძიებებს.

ზემოთხსენებული ტექნიკური მხარდაჭერის გარდა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში, მავნებელთან ბრძოლის მხარდამჭერ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გაწეული ტექნიკური დახმარების მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიქმნა და ფუნქციონირებს მონიტორინგის სისტემა, რომელიც ხელს უწყობს მავნებლის გავრცელების არეალის დადგენას. ასევე პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სწავლებები და მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მოწვევა და ბრძოლის ღონისძიებების შემუშავებაში ჩართულობა.

Print