Error
ახალი ამბები
პეზაროს მუნიციპალიტეტი აფხაზეთის აღიარებას ითხოვს
ქალაქ პეზაროს მუნიციპალიტეტმა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, აღიაროს აფხაზეთისა დ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, წერს «აფსნიპრესი». დე – ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყების ინფორმაციის თანახმად, ვიაჩესლავ ჩირიკბას იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის საქმიანი წრეების, საზოგადოებრიობის წარმომადგელნელებთან და პოლიტიკურ მოღვაწეებთან შედგა შეხვედრები. ჩირიკბამ ქალაქ პეზაროში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც გამოცემის ინფორმციით, ის შეეხო თანამედროვე პოლიტიკურ – სამართლებრივ და სოციალურ –ეკონომიკურ რეალიებს. შეხვედრის დამთავრების შემდეგ კი ქალაქ პეზაროს მუნიციპალიტეტმა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა ცნოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თხოვნის ტექსტს მუნიციპალიტეტის მრჩეველებმა მოაწერეს ხელი», – იტყობინება «აფსნიპრესი».
Print