Error
ახალი ამბები
ჰოლანდიელი ჟურნალისტი ქაიროში ტაჰრირის მოედანზე გააუპატიურეს
ქაიროში, ტაჰრირის მოედანზე, სადაც მოქმედი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება, ჰოლანდიელი ჟურნალისტი გააუპატიურეს. ჯურნალისტი ქალი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, რამდენიმე ეგვიპტელი მამაკაცის ძალადობის მსხვერპლი გახდა, რომლებიც თავიანთ თავს რევოლუციონერებს უწოდებდნენ, წერს Daily Mail. დაზარალებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ქაიროში მიმდინარე ანტისახელისუფლებო გამოსვლების დროს, ამ ჟურნალისტის ჩათვლით, ყველაზე ცოტა 43 ქალი გააუპატიურეს. ანალოგიური ინცინდენტი ქაიროში, ტაჰრირის მოედნაზე, 2011 წლის არეულობების დროსაც მოხდა, მაშინ მამაკაცების ჯგუფმა CBS –ის კორესპონდენტი ლარა ლოგანი გააუპატიურა. ეგვიპტის კრიზისი კი სულ უფრო მწვავდება: არმია და ოპოზიცია მოჰამედ მურსის უახლოეს დროში გადადგომას მოითხოვენ, თუმცა პრეზიდენტი ამაზე უარს აცხადებს. მისი მოწინააღმდეგეები, რომლებსაც სამხედროების გარდა პოლიციაც შეუერთდა, თავს ესხმიან მმართველი მოძრაობის მუსუმლანთა საძმოს სახლებსა და ოფისებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ქამელმა, პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, უფლებამოსილება მოიხსნა. მანამდე კი გადადგომის შესახებ განცხადება თერთმეტმა მინისტრმა დაწერა, თუმცა არც ერთი მათგანი ჯერ არ დაკმაყოფილებულა.
Print