ახალი ამბები
სოხუმში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
სოხუმის სოფელ ქვემო კელასურში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის გენპროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობა 21 ივლისს მოხდა. ამავე ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი იური ნასიბოვი დაკავებულია.

„წინასწარი ინფორმაციით, 1955 წელს დაბადებულმა მოქალაქე იური ნასიბოვმა გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მიმართულებით, რომელსაც მართავდა რამაზ სექანია“,- ნათქვამია განცხადებაში.

რამაზ სექანია, რომელსაც ჭრილობა სახის არეში ჰქონდა მიყენებული, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე საქმე დე ფაქტო აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.



ფოტო:
სპუტნიკი

Print