ახალი ამბები
ზუგდიდელი პარლამენტარების მივლინების ხარჯები - საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი წლის საქმიანობა შეაფასა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ზუგდიდელმა პარლამენტარებმა 2016 წლის ნოემბრიდან  2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მივლინებისთვის სულ  28 558  ლარზე მეტი დახარჯეს. აქედან ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატებმა მერაბ ქვარაიამ  12 745 ლარი და ედიშერ თოლორაიამ 5717 ლარი, ხოლო  პარლამენტის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ ლელა ქებურიამ - 1286, თენგიზ გუნავამ - 2286 და ლაშა დამენიამ - 6521 ლარი დახარჯეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით მივლინებაში იყო საქართველოს პარლამენტის 117 წევრი. გაწეული ხარჯი 1, 720, 052 ლარს შეადგენს.


Print