Error
ახალი ამბები
პუტინმა ანტიპირატულ კანონს მოაწერა ხელი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 2 ივლისს, ინტერნეტში ინტელექტუალური უფლებების დაცვის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. კანონი ასევე ითვალისწინებს ოპერატორების მიერ იმ ინტერნეტ–რესურსების დაბლოკვას, სადაც „ ფილმები, მათ შორის კინოფილმები, ტელეფილმები ან მათ მოსაძიებლად საჭირო ინფორმაციაა" განთავსებული. პირატულ კონტენტებთან ბრძოლის ძირითადი მექანიზმები - უფლების მფლობელების მიერ სასამართლოში შეტანილი განცხადების საფუძველზე მიღებული უზრუნველმყოფელი ზომები იქნება. საავტორო ფილმების დაცვასთან დაკავშირებული საქმეების არბიტრად მოსკოვის საქალაქო სასამართლო დაინიშნა. ინტელექტუალური საკუთრების დარღვევსთან დაკავშირებული საქმეების განხილვამდე, სასამართლო უზრუნველმყოფელ ზომებს მიიღებს.
Print