ახალი ამბები
ხაიშში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელების მისვლას ელოდებიან
ხაიშის ცენტრში მოსახლეობა აქციას აგრძელებს. ადგილზე რჩება სპეცრაზმიც.  აღნიშნულ სოფელში მერის წარმომადგენლის ოთარ ჭკადუას ინფორმაციით, მოლაპარაკებები მხარეებს შორის ადგილობრივი ხელისუფლების ადგილზე მისვლის შემდეგ დაიწყება.

„მოსახლეობა დათმობას არ აპირებს. სპეცრაზმიც რჩება ადგილზე. წუთი-წუთზე ველოდებით ხელისუფლების წარმომადგენლების და ალბათ დაიწყება მოლაპარაკება“, თქვა მან.

ხაიშში ადგილობრივები სამართალდამცავთა მობილიზებასა და ფინანსური პოლიციის შესვლას აპროტესტებენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჭუბერსა და ხაიშში არსებულ ვითარებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ხაიშის გამგებელი: მოსახლეობას ცენტრალური გზა აქვს გადაკეტილი, ისინი სპეცრაზმის გაყვანას ითხოვენ

ხაიშში მოსახლეობა სპეცრაზმისა და ფინანსური პოლიციის შესვლას აპროტესტებს


Print