ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს დღეს წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 6 რეგიონის გუბერნატორს დღეს11:00 საათზე წარადგენს. სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გასულ თვეში გაათავისუფლეს. კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ: შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორები. გუბერნატორი არ ჰყავს ასევე იმერეთსაც, მას შემდეგ, რაც გივი ჭიჭინაძე შუალედურ არჩევნებში პარლამენტის დეპუტატი გახდა.


Print