ახალი ამბები
ფესტივალი Echowaves დღეს გაიხსნება
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი Echowaves დღეს 19:00 საათზე გაიხსნება. მთავარ სცენაზე პირველი შემსრულებელი Juan Atkins და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი იქნება. ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ოთხი დღის განმავლობაში სხვადასხვა ჟანრის მუსიკას 150-მდე არტისტი დაუკრავს. მათ შორის არიან ჯგუფი Die Anwoord, Kollektiv Turmstrasse, Woo York, Sigha, Shpongle და Solomun.

მუსკის გარდა პროექტი სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას მოიცავს.

მისი ჯამური ბიუჯეტი 6,162,360 ლარს შეადგენს, აქედან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ" ANAKLIA ECHOWAVES“ 4 160 000 ლარით დაფინანსდება. 2 002 360 ლარს თავად ღონისძიების განმახორციელებელი გაიღებს.

ღონისძიება 23-26 აგვისტოს ორგანიზაცია Anaklia Entertainment Group-ის მიერ, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება და ის ევროპაში ერთ-ერთ ცნობილ ფესტივალ „EXIT”-ის ქოლგის ქვეშ გაიმართება.

Print