ახალი ამბები
უშბაზე ორი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს
მწვერვალ უშბაზე ალპინისტებმა 20-25 წლის წინ დაღუპული ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს.  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის დავით რატიანის თქმით, ისინი, სავარაუდოდ, უცხოელები არიან.

„მათ აღმოჩენას თოვლის ინტენსიურმა დნობამ შეუწყო ხელი. ნეშტი ჯერჯერობით არ ჩამოგვისვენებია, ველოდებით სპეციალისტებს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ რატიანმა.




Print