ახალი ამბები
"თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ემუქრებიან
„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ცაბუნია ვართაგავა ამბობს, რომ მან სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მუქარის შემცვლელი წერილი მიიღო. როგორც მან რადიო „ათინათს“ უთხრა, შეტყობინება, სავარაუდოდ, ყალბი გვერდიდან არის გაგზავნილი და ის საქართველოს ნაკრების მცველის, გურამ კაშიას მიმართ სოლიდარობას გამოცხადებას უკავშირდება. ის პოლიციაში განცხადების შეტანას გეგმავს.

„მსგავსი წერილები სულ მომდიოდა, მაგრამ ყურადღება არასოდეს მიმიქცევია, იმიტომ რომ ვიცოდი ვინ იდგა ამ წერილების უკან. ძალიან ვრცელი წერილი მივიღე. ავტორი მაყენებს სიტყვიერ შეურცხყოფას და ბოლოს მწერს, რომ სტადიონზე სისხლი დაიღვრება და ის მე პირადად მომხედავს. მე ვაპირებ დინამო არენაზე 9 სექტემბერს დაგეგმილ თამაშს დავესწრო და ამაზე ფეისბუქზე დავწერე, რომ სოლიდარობას გამოვუცხადებდი კაშიას და ეს წერილიც სწორედ ამას უკავშირდება“, - თქვა ვართაგავამ.

საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ლგბტ თემის დროშის სამკლაურით გამოვიდა საფეხბურთო მოედანზე, რამაც საზოგადოების აზრი ორად გაყო. ნაწილი მის საქციელს იწონებს და მხარს უჭერს, ნაწილი კი მის მიმართ აგრესიას გამოხატავს.
Print