ახალი ამბები
რუხი მოლის ტერიტორიაზე ავტორბოლა გაიმართება
ზუგდიდის ცენტრში სპორტული მანქანების გამოფენა გაიმართება, სადაც პროფესიონალი მრბოლელები მოქალაქეებს ავტომობილების  შესახებ ინფორმაციას   მიაწვდიან. 2 სექტემბერს კი  რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ჩატარდება შეჯიბრება წყვილთა რბოლაში "რუხი გრანპრი-2018". აღნიშნული ღონისძიებები "გზა ერთობისკენ რუხი- 2018"-ის ფარგლებში იმართება.

ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე „რუხის სავაჭრო ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რბოლა ა.(ა).ი.პ. „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას“ ეგიდით, ა.(ა).ი.პ. „თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციის“ და შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის "MIA-FORCE" ორგანიზებით გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია რეგიონში ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება და ტურისტების მოზიდვა.

მასში მონაწილეობას 12 ლიცენზირებული ქართველი ავტომრბოლელი მიიღებს. მათ შორის, ევროპის ჩემპიონი ძარიან ავტომობილებში დათა ქაჯაია, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლეგენდის კლასში კონსტანტინე კოლიაშვილი, საქართველოს სამზის ჩემპიონი ლეგენდის კლასში არჩილ ბიძინაშვილი, საქართველოს და კავკასიის ჩემპიონები აღმართის დაძლევაში, საქართველოს ჩემპიონები და ექს-ჩემპიონები საავტომობილო სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში.






Print