ახალი ამბები
რუხში შეჯიბრი ავტორბოლაში "გრან-პრი 2018" მიმდინარეობს (ვიდეო)
ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, „რუხის სავაჭრო ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე წყვილთა შორის ავტომობილების რბოლა მიმდინარეობს. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორის დავით მაჭავარიანის თქმით, ღონისძიების მიზანი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება და ტურისტების მოზიდვაა.

„ეს შეჯიბრი არის ერთგვარი გზავნილი გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამით  ჩვენ მათ მოვუწოდებთ ერთობისკენ და მსგავსი ღონისძიებების ერთად დაგეგმივისკენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეჯიბრში მონაწილეობას 12 ლიცენზირებული ქართველი ავტომრბოლელი იღებს. მათ შორის, ევროპის ჩემპიონი ძარიან ავტომობილებში დათა ქაჯაია.


„მაყურებელს ვეცდებით, რომ კარგი სანახაობა მოვუწყოთ. რა თქმა უნდა თორმეტივე მონაწილე ვიბრძოლებთ გამარჯვებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ტარდებოდეს ასეთი ღონისძიებები. იმიტომ, რომ ყველას აინტერესებს სპორტული მანქანების ნახვა და მათი შეხება“, - თქვა ქაჯაიამ.

შეჯიბრის ერთ-ერთმა მონაწილემ სანდრო ლომიძემ გამყოფ ხაზთან სიახლოვეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ისინი აფხაზ მეგობრებს სიამოვნებით შეეჯიბრებიან ასეთ რობოლებში.

„მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმის გამო, რომ ტარდება საოკუპაციო ხაზთან ახლოს და რაც მეტი ასეთი სპორტული შეჯიბრი გაიმართება დავანახებთ ჩვენს ძმებს და მეგობრებს აფხაზეთიდან, რომ შეჯიბრების პრინციპით გვქონდეს ურთიერთობა ომის და დაპირისპირების გარეშე“, -აღნიშნა სანდრო ლომაძე.

1 სექტემბერს ზუგდიდის ცენტრში სპორტული მანქანების გამოფენა გაიმართა, სადაც პროფესიონალმა მრბოლელებმა მოქალაქეებს ავტომობილების  შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გამოფენა ასევე დაათვალიერა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა. ალექსანდრე მოწერელიამ მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ  მსგავსი სახის აქტივობები რეგიონში ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.



ღონისძიება „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას“ ეგიდით,  „თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციის“, შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის "MIA-FORCE" ორგანიზებით, "გზა ერთობისკენ რუხი- 2018"-ის ფარგლებში, იმართება.

ამავე თემაზე:

რუხი მოლის ტერიტორიაზე ავტორბოლა გაიმართება





Print