ახალი ამბები
ფოთში 60 წლამდე ქალი დედის ცემის გამო დააკავეს
სამართალდამცავებმა ფოთში შუა ხნის ქალი დედის ცემის გამო დააკავეს. როგორც რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება მათთან წუხელ შევიდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე მოხდა სამართალდამცავების  ადგილზე მისვლა. დაკავებულია ერთი პირი ოჯახში ძალადობის ბრალდებით”, - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 


Print