ახალი ამბები
სამეგრელოში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, სარეალიზაციოდ გამზადებული 1 988 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა.

ამავე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.


Print