ახალი ამბები
არასამთავრობოს ხელმძღვანელი: მე მხარს ვუჭერდი სალომე ზურაბიშვილს ადრეც და ახლაც
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. საპრეზიდენტო კანდიდატის სიტყვით გამოსვლამდე, საზოგადოების წინაშე მისი მხარდამჭერები წარსდგნენ და კანდიდატის დადებით თვისებებზე ისაუბრეს, მათ შორის იყო, ასოციაცია „მერკურის“ წარმომადგენელი ნანა თოდუა. მისი თქმით, ის ზურაბიშვილს რამდენიმე მიზეზის გამო უჭერს მხარს.

„ჩემთვის აქ გამოსვლა ორმაგად მნიშვნელოვანია. ჩემი მხარდაჭერა სალომეს მიმართ არ დაწყებულა ამ არჩევნებით. 2005 წელს, როდესაც მან შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა მე და ჩემი მეგობარი ჩავედით იმიტომ, რომ მისთვის მხარი დაგვეჭირა . 2006 წელს, როდესაც შეიქმნა პარტია „საქართველოს გზა“ ვიყავი ერთ-ერთ დამფუძნებელთა შორის და 2006 წელს ადგილობრივ არჩევნებზე,  როგორც პარტია საქართველოს გზის კანდიდატი, ასევე ვუწევდი კოორდინაციას საარჩევო შტაბს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წარმოვადგენ ქალთა ორგანიზაციას და წევრი ვარ ქალთა მოძრაობის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალი პრეზიდენტი. ადრეც და ახლაც მხარს ვუჭერ სალომეს იმ თვისებების გამო,  როგორცაა მისი დიდი პატრიოტიზმი, დემოკრატიულობა, პირდაპირობა და ქართულ-ევროპული ღირებულებების სინთეზი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ნანა თოდუამ.

ნანა თოდუას ორგანიზაციას, ზურაბიშვილის მხარდამჭერი გამოსვლის გამო, დარბაზში  მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  მაია კალანდიამ  „სამთავრობო არასამთავრობო“ უწოდა.

ზემოაღნიშნულ შეხვედრას, მოქალაქეებთან ერთად, საჯარო მოხელეები, პედაგოგები და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე:

ზურაბიშვილი: მე ვიქნები მედიატორი ხალხსა და ხელისუფლებას შორის
Print