ეგვიპტელი ისლამისტები, რომლებსაც მუსლიმთა საძმოს აქტივისტები ხელმძღვანელობენ, დღეს ქუჩებში გამოვლენ და პრეზინდტ მოჰამედ მურსის გადაყენებას გააპროტესტებენ. მათ ამისთვის “ლეგიტიმურობის მხარდამჭერი ნაციონალური ფრონტი” ჩამოაყალიბეს.
ხუთშაბათს ქაიროს სხვადსხვა რაიონებში ისევ დაძაბულობა იყო, განსაკუთრებით უნივერსიტეტთან, სადაც, ჯარისკაცები და პოლიციელები დიდი რაოდენობით იყვნენ კონცენტრირებულნი. ამავე დღეს გაგრძელდა „მუსულმანთა საძმოს“ აქტივისტების დაპატიმრება. დააკავეს „საძმოს“ ლიდერი მოჰამედ მაჰდი აკიფი და მისი დაცვა. მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. აქ იმიტომ მოვედი, რომ კანონიერი პრეზიდენტი დავიცვა.
ხუთშაბათს, მურსის ათობით მომხრე გამოვიდა ალექსანდრიის და ისმაილიის ქუჩებში. ისინი გადაყენებული პრეზიდენტის დაბრუნებას ითხოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები