ახალი ამბები
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 58 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 98 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - 58, იმერეთში - 28 , გურიაში - 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 8, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 9, მცხეთა-მთიანეთში - 1, შიდა ქართლში - 20, ქვემო ქართლის მასშტაბით - 24, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 44 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 13,900 კუბური მეტრი ხე-ტყე.



Print