ახალი ამბები
კირცხში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ხანძრის შედეგად 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს.  მათივე ინფორმაციით, ერთ სართულიანი სახლის, 140კვ/მ ფართი დაიწვა.  არსებული ინფორმაციით, ასაკოვანი მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. 


Print