ახალი ამბები
ზუგდიდში ქალების ქონებრივი უფლებების შესახებ ისაუბრეს (ვიდეო)
ქალთა უფლება საკუთრებაზე და მისი მოპოვების რეალური შესაძლებლობაზე  არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" დირექტორმაბაია პატარაიამ დღეს ზუგდიდში ისაუბრა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პატარიამ მათ უთხრა, რომ "საფარი" დაეხმარება ქალებს, რომ აწარმოონ დავები და ისარგებლონ კანონით მინიჭებული უფლებებით.  

alt

"ჩვენ ვისაუბრეთ ქონებრივ უფლებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს და კაცებს კანონის მიხედვით თანაბარი ქონებრივი უფლებები აქვთ, პრაქტიკაში ასე არ ხორციელდება, მაგალითად, მემკვიდრეობა და უძრავი ქონება ხშირშემთხვევაში ბიჭს გადაეცემა და არა გოგოს. განქორწინების შემთხვევაში ქონების თანაბრად გაყოფა არ ხდება. ალიმენტს, როდესაც აკისრებენ განქორწინებულ მშობლებს, მამები ამ ალიმენტს არ იხდიან",- აღნიშნა  პატარაიამ.



არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" სამართლებრივ დახმარებას ზუგდიდსა და წალენჯიხაში მცხოვრებ ქალებს სთავაზობს.




Print