ახალი ამბები
მარტვილში 70 წლის მამაკაცს კაფსულა აუფეთქდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის მცხოვრებს, ზურაბ კიკალიშვილს, სავარაუდოდ, კაფსულა აუფეთქდა. მარტვილის მერის ალექსანდრე გრიგალავას ინფორმაციით, მას სამი თითი აქვს დაზიანებული, თუმცა დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მე როგორც მაქვს ინფორმაცია ეზოში შემთხვევით უპოვია რაღაც კაფსულა და ის აუფეთქდა", - აღნიშნა გრიგალავამ.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა მარტვილის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ამ ეტაპზე სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

შს სამინისტრომ გამოძიება სსკ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით, გულისხმობს.
Print