ქაიროში, რესპუბლიკური გვარდიის შენობასთან, ბოლო მონაცემებით, 42 ადამიანი დაიღუპა. ინფორმციას ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
მოძრაობა " მუსლიმთა საძმო“ – ში ამტკიცებენ, რომ სამხედროებმა, რომლებიც გვარდიის შტაბს იცავდნენ, ცეცხლი გაუხსნეს მოჰამედ მურსის მომხრე დემონსტრანტებს.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ რესპუბლიკური გვარდიის შენობაზე „შეიარაღებულმა ტერორისტება“ სცადეს იერიშის მიტანა, რის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე და კიდევ ერთი პირი დაიჭრა.
მანამდე ეგვიპტის ჯანდაცვს სამინისტროს წარმომადგენელმა, ჰალედ ალ–ჰატიბმა, 34 ადამიანის სიკვდილის ფაქტი დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები