ახალი ამბები
„World Vision საქართველოს“ შეხვედრა ტექნოპარკში (ვიდეო)
„World Vision საქართველო“ პროექტის ,,კომპეტენციები დასაქმებისათვის“ ფარგლებში ზუგდიდის მერიასთან და ტექნოპარკთან ურთიერთთანამშრომლობით იწყებს პროექტში შემავალი ერთ-ერთი პროგრამის SKYE (Skills and Knowledge for Youth Economic Empowerment) განხორციელებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდში მოქმედ ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის საკოოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

alt

პროექტის მიზანია „World Vision“-ის და პარტნიორების დახმარებით, გამოცდილების გაზიარებითა და უნარ-ჩვევების განვითარებით ახალგაზრდებში ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება.

alt
 

ამასთან, ჩამოყალიბდება კლუბები, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას ლიდერობის, სოციალური მეწარმეობის, დასაქმების და აქტიური მოქალაქეობის შესახებ.

პროექტის განხორციელება 2018 წლის 15 თებერვალს დაიწყო და 3 წლის განმავლობაში გაგრზელდება.
Print