ახალი ამბები
დავით გოგუა: დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა
მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბა ჩხოროწყუ ქალაქი გახდა, როგორც დასახლების კატეგორია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ უთხრა. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია მოსახლეობას გუშინ ჩხოროწყუში გამართულ სახალხო ზეიმზე, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააცნო.

"დაახლოებით ორი წელია რაც ამ თემაზე ვმუშაობთ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივწერეთ, რომელმაც  მოამზადა შესაბამისი დასკვნა. ვინაიდან ადგილზე გვაქვს ყველა კულტურული ცენტრი, მერია, საკრებულო. 6 ნოემბერს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა ხელი დაბის სტატუსის ქალაქის სტატუსით შეცვლას. აქ არ არის თვითმმართველ ქალაქზე საუბარი, ეს ეშლებათ ხოლმე", - აღნიშნა გოგუამ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,კოლხური შემოდგომა" აღინიშნა.



Print