ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია: საუბნო კომისიის წევრები ზურაბიშვილის სააგიტაციო კლიპში მონაწილეობენ (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო კლიპში მონაწილეობენ. საუბარია ირინა კარტოზიაზე, ნინო კვარაცხელიასა და ლამარა თევზაძეზე. წითლიძის მტკიცებით, აღნიშნული ქმედება საარჩევნო კოდექსის დარღვევაა, რადგან კანონმდებლობით კომისიის წევრს ნებისმიერ აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება.

"ამაზე საჩივრები უკვე დავწერეთ და მოვითხოვთ რეაგირებას",- აღნიშნა წითლიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.



Print