ახალი ამბები
სვანეთის გზებზე მოძრაობა შეიზღუდა
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, თავისუფალია. ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა ასევე, აკრძალულია უშგული-ლასდილის მონაკვეთზე.

Print