ახალი ამბები
შს მინისტრი: პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარდება
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

"რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველი ტურის შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები წაიკითხონ. ყველგან ფაქტობრივად მითითებულია, რომ ეს იყო არჩევნები, სადაც, ძალადობის ერთმნიშვნელოვანი კლება იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აკეთებს ყველაფერს და გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში. რაც მთავარია, 21 პირის დევნაა დაწყებული ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. საერთოდ ვერ ვხედავ აქ გარკვეულ ასე ვთქვათ პოლიტიკურ კონტექსტს უმრავლეს შემთხვევაში, თუმცა, არის შემთხვევები, სადაც პოლიტიკური კონტექსტი არსებობდა და სწორედ ამიტომ დევნა დაიწყო 21 ადამიანის წინააღმდეგ, როგორც ოპოზიციური პარტიის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ",- განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, იგი იღებს პასუხისმგებლობას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ გარემოში ჩატარდება.



Print