ახალი ამბები
თაზო ფაცაცია და მურთაზ ზოდელავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ზუგდიდის მე-3 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია და ენმ-ს რეგიონული კოორდინატორ მურთაზ ზოდელავას შორის სიტყვიერი  დაპირისპირება მოხდა. კამათი სავარაუდოდ, ერთ-ერთი ამომრჩევლის მხრიდან ღიად დაფიქსირებულ პოზიციას მოჰყვა.

"თქვენ ხართ ის პროკურორი, რომელმაც ამ ქალაქში, მინიმუმ 200 ადამიანი აწამა,- ასე მიმართა  ფაცაცია ზოდელვას.

"ჩვენ ვართ მშვიდობიანი ძალა. ერთადერთი ამოცანა გვაქვს, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ამ უბანზე არჩევნები წააგეთ, დღეს 28 ნოემბერია და დღესაც წააგებთ. თქვენმა პროკურორმა სარდაფში ჩაიყვანა მეწარმე. მე ვარ ის პროკურორი, რომელსაც ქრთამი არასდროს ამიღია, სარდაფში არავინ ჩამიყვანია", - განაცხადა ზოდელავამ.

Print