ახალი ამბები
ევროპის ჩემპიონატს მასპინძელი და ექსჩემპიონი გუნდები გახსნიან
თბილისის დროით 20.00 საათზე, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პირველი მატჩი გაიმართება. ერთმანეთის პირისპირ ერთ-ერთი მასპინძელია პოლონეთი და ევროპის ექსჩემპიონი საბერძნეთი. ტურნირი 1 ივლისს, ფინალური შეხვედრით დასრულდება, რომელიც კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
Print