Error
ახალი ამბები
ჯოხარ ცარნაევმა ყველა ბრალდება უარჰყო
აშშ–ში 19 წლის ჯოხარ ცარნაევის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. მას ბოსტონის მარათონის ფინიშზე მომხდარი აფეთქებების მოწყობაში ედება ბრალი. გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ცარნაევი, ოთხშაბათს, დღის მეორე ნხევარში, საოლქო სასამართლოში მიიყავნეს, სადაც 30 – პუნქტიანი ბრალდება წუყენეს, 17 მათგანი, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ცარნაევმა ყველა ბრალდება უარჰყო. ბოსტონში, მარათონის ფინიშთან, 15 აპრილს ორი აფეთქება მოხდა, სამი პირი დაიღუპა და 260 დაშავდა. ჯოხარ ცარნაევის ძმა, ტამერლანი, პოლიციასთან სროლაში მოკლეს მოგვიანებით. თვითონ ჯოხარი დაჭრილი დააკავეს რამდენიმე დღის შემდეგ.
Print