Error
ახალი ამბები
გაერომ ვატიკანს პედოფილიის შემთხვევების გამოკვლევა მოსთხოვა
დამკვირვებლების აზრით, ვატიკანმა შესაძლოა არ განიხილოს ეს მოთხოვნა. ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტი ვატიკანისგან სასულიერო პირებთან დაკავშირებული პედოფილიის ათასობით შემთხვევის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ითხოვს. გაერომ მსგავსი მოთხოვნა ვატიკანს პირველად გაუგზავნა. რომის ახალმა პაპმა, ფრანცისკმა, მარტში განაცხადა, რომ სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკლესიის ავტორიტეტისთვის. მან აღნიშნა, რომ ვატიკანმა მკაცრად უნდა იმოქმედოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს არასრულწლოვანთა დაცვის ზომები, დახმარება გაეწიოს მათ, ვინც წარსულში ძალადობის მსხვერპლი გახდა და დამნაშავეთა მიმართ „აუცილებელი პროცედურები“ ჩატარდეს. bbc
Print