ახალი ამბები
აფხაზეთში კრიპტოვალუტის მომპოვებლებს შეამოწმებენ
აფხაზეთში მოქმედ მაინინიგ ფერმებს მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვას მოსთხოვენ. ამასთან დაკავშირებით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თათბირი ჩაატარა და გენერალურ პროკურატურას კრიპტოვალუტის მომპოვებლების მუშაობის გაკონტროლება დაავალა. ასევე იმ ობიექტების ძებნა, რომლებიც „ჩერნომორენერგოს“ სიმძლავრეებს არამიზნობრივად იყენებენ.

„მინისტრთა კაბინეტმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უმოკლეს ვადაში უნდა შეიმუშაონ ნორმატიულ - სამართლებრივი აქტები, რომლებიც, დაარეგულირებენ მაინინგ ფერმების მუშაობას“, - წერს “აფსნიპრესი“.

მანამდე ზამთრის პერიოდში აფხაზეთში შექმნილი ენერგოდეფიციტის ერთ-ერთ მიზეზად „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა მაინინგ ფერმები დაასახელა, რომლებიც ელექტროხაზებს დამატებით ტვირთად დააწვა. ამასთან დაკავშირებით, ასლან ბასარიამ იმედი გამოთქვა, რომ შეიქმნება სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ამ სფეროს დაარეგულირებს და ელექტროენერგია, პირველ რიგში რიგით მომხმარებელს მიეწოდება.


Print
თეგები: აფხაზეთი /