ახალი ამბები
სოხუმი: სტოლტენბერგის სარიტუალო განცხადებები ქართველ ხელმძღვანელებში გადაჭარბებულ მოლოდინებს ბადებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოეხმაურა. კერძოდ, უწყების გაღიზიანება გამოიწვია იენს სტოლტენბერგის მოწოდებამ, რუსეთმა უარი თქვას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. სტოლტენბერგის სიტყვებს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და საქართველო - ნატოს ერთობლივი სწავლების შესახებ სოხუმში აფასებენ, როგორც ეროვნული უსაფთხოების ღია გამოწვევას. უწყება მოუწოდებს თბილისსა და ბრიუსელს გააცნობიერონ, თუ რა დამღუპველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს „მათი სამხედრო ამბიციების ღიად დემონსტრიერებას“.

„საერთაშორისო არენაზე მსგავსი სარიტუალო განცხადებები, პოლიტიზირებული ქართული რეზოლუციების მხარდაჭერა და ნატოსთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის წაქეზება, ქართველ ხელმძღვანელებში ბადებს გადაჭარბებულ მოლოდინებს, ასაზრდოებენ მათ მილიტარისტულ განწყობებს, და ძირს უთხრიან იმიერკავკასიაში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეულ ძალისხმევას», - ნათქვამია განცხადებაში.

სოხუმში თვლიან, რომ „საქართველო - ნატოს უერთიერთქმედებები“ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განხილვის საგანი უნდა გახდეს.

Print