ახალი ამბები
მორწმუნეები: მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, მართლმადიდებელთა რწმენით წმინდა ცეცხლი, თბილისის დროით, 15:31 წთ-ზე გადმოვიდა.

მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.

სპეციალურად ამ დღისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდანაც ჩავიდნენ.

ცეცხლს საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ და ტაძრებში გაავრცელებენ.

ამავე თემაზე:

„წმინდა ცეცხლს“ იერუსალიმიდან სოხუმში ჩაიტანენ

Print